გარანტია

  საგარანტიო ფურცელი

შპს „ფოამ თბილისის“ ყველა სახეობის მატრასზე გარანტია გაიცემა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საგარანტიო პერიოდი

ეს არის პერიოდი,რომლის განმავლობაშიც მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს მატრასის ნაკლოვანების აღმოფხვრა მისი შემდგომი ექსპლუატაციისთვის.

გარანტიის ვადა აითვლება მატრასის გაყიდვის დღიდან.

იმ შემთხვევაში,თუ მყიდველი განსაზღვრულ საგარანტიო პერიოდში გამოავლენს მატრასის ხარვეზებს,რომელიც წარმოიშვა მწარმოებლის ბრალით მყიდველს უფლება აქვს დაუკავშირდეს მაღაზიას,სადაც შეიძინა მატრასი ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით.

მომხმარებლის მოთხოვნები განიხილება მას შემდეგ,რაც იგი წარმოადგენს საქონლის შეძენის დამადასტურებელ საგარანტიო ფურცელს. შეცვლის შემთხვევაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მყიდველი.

გარანტია ითვალისწინებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას მატრასის დეფექტის აღმოფხვრის მიზნით,თუმცა ასეთ შემთხვევაში საგარანტიო ფურცლის ვადები უცვლელი რჩება.

თუ დადგინდა მატრასის დეფექტი,რომელიც დაშვებულია წარმოების პროცესში,მისი აღმოფხვრის პერიოდი მოიცავს 7 სამუშაო დღეს,ან მხარეების მიერ შეთანხმებულ სხვა ნებისმიერ დღეს.

გარანტია არ გულისხმობს მუდმივ მომსახურებას!

გარანტიის მოქმედების პირობები

  • მატრასის მოხმარებისას საწოლის ჩარჩო მყარია,მატრასის ზომები შეესაბამება საწოლის ჩარჩოს ზომებს და არ გადმოდის მის ფარგლებს გარეთ;
  • უკან დაბრუნებულ მატრასს შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე და არ არის დაბინძურებული;
  • ღრუბელი არ არის დახეული,გაჭრილი.
  • გარანტია მატრასებზე არ ვრცელდება:
  • თუ მატრასი გამოიყენებოდა ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევით;
  • თუ მის ზედაპირზე არის მკაფიო სტრუქტურული დაზიანება და დეფორმაცია;
  • თუ მყიდველმა დამოუკიდებლად შეცვალა შემადგენელი ნაწილები; (ზომა,ფერი ან მატრასის საფარი)
  • თუ მატრასის საფარი არის გაჭრილი ან გაცვეთილი;
  • თუ მატრასზე აღინიშნება ბიოლოგიური,პიგმენტური ან ზეთოვანი წარმოშობის ლაქები;
  • უმნიშვნელო ღარებზე,რომელთა სიღრმე არ აღემატება 2-3 სანტიმეტრს,რაც ბუნებრივი პროცესია მატრასის ექსპლუატაციის დროს.
  • მატრასის უკან დაბრუნების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია წარმოადგინოს:
  • საქონელი;
  • ვაკუუმი,რომლითაც მიეწოდება საქონელი;
  • მწარმოებლის ეტიკეტი/საგარანტიო ფურცელი.