როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები

გამოქვეყნებულია Elene Mosidze მიერ

ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული და სასიამოვნო იყოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კომფორტი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც, არასწორად შერჩეულმა მატრასმა შესაძლოა, სწორედ ამ კუთხით შეგვიქმნას პრობლემები.
ხარისხიანი ქართული წარმოების უზამბარო ღრუბლის მატრასების ფართო არჩევანი "ფოამ თბილისში" დაგხვდებათ. თუმცა, იქამდე, ვიდრე მათ შორის თქვენთვის შესაფერისს აარჩევთ, მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციებიც ვიცოდეთ.
უზამბარო-მატრასი

ამისთვის ექიმ ფიზიოთერაპევთ მარიკა ფილიას ვესაუბრეთ. როგორც სპეციალისტი ამბობს, 21 -ე საუკუნეში, როცა ბევრი ადამიანი სამუშაო დღეს კომპიუტერთან ატარებს, მათთვის არასწორად შერჩეული მატრასი დამატებითი დისკომფორტისშემქმნელია, არასწორად შერჩეული მატრასი ბევრ პრობლებს იწვევს, ესენია ზურგის, წელის, კისრის ტკივილი.

მისივე თქმით, მატრასი შევარჩიოთ არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ მისი ხარისხის და ტექნიკური პარამეტრების მიხედვითაც.

მატრასი, რომელზეც ვწვებით, არ უნდა იყოს არც ძალიან მაგარი და არც რბილი, უნდა იყოს საშუალო სიმაგრის. მატრასის სწორად შერჩევისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მის შიგთავსს და როგორც სპეციალისტი გვეუბნება, უმჯობესია აქცენტი უზამბარო მატრასზე გავაკეთოთ, რადგან ასეთ დროს, სხეულის წონა მატრასზე თანაბრად ნაწილდება და გართულებებისა და დისკომფორტისგან დაზღვეული ვართ.

"უზამბარო ღრუბლის მატრასი უფრო მაღალი ხარისხისაა, რადგან ზამბარაზე სხეულის წონის განაწილება შედარებით რთულია. "- აღნიშნავს მარიკა ფილია
ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მატრასს თავისი გამოყენების ვადა აქვს და ის 8- დან 10 წლამდე მერყეობს.

იმისთვის, რომ ძილი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, დილიდან კი დასვენებული და პროდუქტიული იყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ "ფოამ თბილისს". "ფოამ თბილისი" N 1 უზამბარო ღრუბლის მატრასების მწარმოებელი საწარმოა საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხით, ფართო ასორტიმენტით (ანტიალერგიული, ორთოპედიული) და კმაყოფილი მომხმარებლით გამოირჩევა.

პოსტის გაზიარება



← ძველი პოსტები ახალი პოსტი →


დატოვე კომენტარი