როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ თეა ადამიას რჩევები

გამოქვეყნებულია Elene Mosidze მიერ

რეაბილიტოლოგ თეა ადამიას თქმით, მატრასის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ასაკს და მისი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. სპეციალისტი ამბობს, თუ ბავშვებისთვის ძირითადი რეკომენდაციაა, რომ მატრასის ზედაპირი მყარი იყოს, ზრდასრულ ასაკში, მატრასის შერჩევისას, უკვე დიდ როლს თამაშობს სუბიექტური გარემოებებიც (თუ რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ მასზე თავს).

მატრასის სწორად შერჩევისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მის შიგთავსს და როგორც სპეციალისტი გვეუბნება, უმჯობესია აქცენტი უზამბარო მატრასზე გავაკეთოთ, რადგან ასეთ დროს, სხეულის წონა მატრასზე თანაბრად ნაწილდება და გართულებებისა და დისკომფორტისგან დაზღვეული ვართ.

"ზოგადად ითვლება, რომ უზამბარო მატრასი  უფრო მაღალი ხარისხისაა, რადგან ზამბარაზე სხეულის წონის განაწილება შედარებით რთულია. ამიტომ თუ ამის საშუალება გვაქვს, სჯობს არა ზამბარა, არამედ სხვა შემადგენელი იყოს.  ზამბარიანი მატრასის აგებულებას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მასში არის ზამბარიანი ნაწილიც და უზამბაროც. სწორედ ამიტომ, ასეთი მატრასი ვერასდროს თანაბრად ვერ გაანაწილებს სხეულის წონას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ერთნაირი სიმკვრივის არის, ბუნებრივია უკეთესია, რადგან ფიზიკის კანონები ვრცელდება ყველაფერზე და ბუნებრივია, ჩვენს სხეულზეც და მატრასზეც,"- აღნიშნავს თეა ადამია.

რამდენად კომფორტულია მატრასი, რომლის შეძენასაც ვგეგმავთ, ადვილი გამოსაცნობია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცურვასთან აქვს შეხება- დაახლოებით უწონობის მდგომარეობის შეგრძნება უნდა გვქონდეს, სრულად მოდუნების და მოშვების.

"თუ ჩვენ გვჭირდება, რომ დამატებით რაღაც პოზა მოვირგოთ, საბანი ამოვკეცოთ და ფეხი დავადოთ, ეს  იმას ნიშნავს, რომ ზედაპირი  ჩვენთვის მორგებული არ არის, შესაბამისად, არც სრული კომფორტი გვექნება,"- ამბობს თეა ადამია.

სპეციალისტის რჩევაა, მატრასის შერჩევისას გავითვალისწინოთ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემებიც.

"მაგალითად,  როცა პაციენტს ლოგინში აქტიურად გადატრიალება ეკრძალება,  ასეთ შემთხვევაში, იდეალური იქნება მატრასი, რომელიც სხეულის ფორმას გაიმეორებს.  თუ მაგალითად, ხერხემლის პრობლემა მაქვს, მაშინ კარგი იქნება იყოს ჩახუტების ეფექტი, ლატექსი მაგალითად. თუ მაქვს პრობლემა როცა ხერხემალი უნდა მქონდეს სტაბილურ მდგომარეობაში, აუცილებელია ეს იყოს  შედარებით სწორი ზედაპირი,"- აღნიშნავს ექიმი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მატრასს თავისი გამოყენების ვადა აქვს და ის 8- დან 10 წლამდე მერყეობს.

იმისთვის, რომ ძილი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, დილიდან კი დასვენებული და პროდუქტიული იყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ "ფოამ თბილისს".

"ფოამ თბილისი" N 1 უზამბარო ღრუბლის მატრასების მწარმოებელი საწარმოა საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხით, ფართო ასორტიმენტით (ანტიალერგიული, ორთოპედიული) და კმაყოფილი მომხმარებლით გამოირჩევა.

პოსტის გაზიარება



ახალი პოსტი →


დატოვე კომენტარი