როგორ შევარჩიოთ მატრასი – ფიზიოთერაპევტ მარიკა ფილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

გამოქვეყნებულია Elene Mosidze მიერ

როგორც ფიზიოთერაპევთი მარიკა ფილია ამბობს, 21 -ე საუკუნეში, როცა ბევრი ადამიანი სამუშაო დღეს კომპიუტერთან ატარებს, მათთვის არასწორად შერჩეული მატრასი დამატებითი დისკომფორტის შემქმნელია, არასწორად შერჩეული მატრასი ბევრ პრობლებს იწვევს, ესენია ზურგის, წელის, კისრის ტკივილი.

მისივე თქმით, მატრასი შევარჩიოთ არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ მისი ხარისხის და ტექნიკური პარამეტრების მიხედვითაც.

მატრასი, რომელზეც ვწვებით, არ უნდა იყოს არც ძალიან მაგარი და არც რბილი, უნდა იყოს საშუალო სიმაგრის. მატრასის სწორად
შეკითხვა ექიმს შერჩევისთვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მის შიგთავსს და როგორც სპეციალისტი გვეუბნება, უმჯობესია აქცენტი უზამბარო მატრასზე გავაკეთოთ, რადგან ასეთ დროს, სხეულის წონა მატრასზე თანაბრად ნაწილდება და გართულებებისა და დისკომფორტისგან დაზღვეული ვართ.

"უზამბარო ღრუბლის მატრასი უფრო მაღალი ხარისხისაა, რადგან ზამბარაზე სხეულის წონის განაწილება შედარებით რთულია. "- აღნიშნავს მარიკა ფილია
ამასთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მატრასს თავისი გამოყენების ვადა აქვს და ის 8- დან 10 წლამდე მერყეობს.

იმისთვის, რომ ძილი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს, დილიდან კი დასვენებული და პროდუქტიული იყოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ "ფოამ თბილისს". "ფოამ თბილისი" N 1 უზამბარო ღრუბლის მატრასების მწარმოებელი საწარმოა საქართველოში, რომელიც მაღალი ხარისხით, ფართო ასორტიმენტით (ანტიალერგიული, ორთოპედიული) და კმაყოფილი მომხმარებლით გამოირჩევა.

პოსტის გაზიარება



← ძველი პოსტები ახალი პოსტი →


დატოვე კომენტარი